ევროკავშირის შემდეგ, საქართველო საკუთარი პროგრესის აღიარებას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგანაც ითხოვს – პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში იმყოფება

ევროკავშირის შემდეგ, საქართველო საკუთარი პროგრესის აღიარებას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგანაც ითხოვს. დღეს, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ალიანსის ელჩების წინაშე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ახსენა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და ამავე დროს ყველას შეახსენა ომი, რომელიც მანამდე რუსეთთან საქართველომ გადაიტანა.
თბილისს იმედი აქვს, რომ ნატო, ევროკავშირის პოლიტიკას გაიზიარებს. საქართველოს არ აქვს არც სამხედრო ალიანსის და არც ევროგაერთიანების ეკონომიკური ქოლგა, თუმცა ევროკავშირმა ქვეყანას მკაფიო მოლოდინები უკვე გაუჩინა, მისცა რეკომენდაციებიც.
ნატო-ს შტაბბინაში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. საქართველო ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ კონსენსუსს ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა