ევროკავშირის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები – Eurostat-ის რეიტინგი

Eurostat-მა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასები მიმოიხილა და ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები გამოავლინა.
2023 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასები ლუქსემბურგშია, სადაც პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 52%-ით მაღალია. ყველაზე იაფი კი პროდუქტი და მომსახურება რუმინეთში ღირს, სადაც ფასები EU-ს საშუალო მაჩვენებელზე 46%-ით დაბალია.