“ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა”“ – ნინო ჯანგირაშვილკ

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, ევროპის მხრიდან “ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებას ეხმაურება.

“უკვე დაიწყო სპეკულაციები, რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტიანებისთვის სავიზო სანქციების დაწესება და თითქოს არაფერი, რა პრობლემაა, ჩვეულებრივი პასპორტებით ივლიან ეს დასანქცირებულები. სანამ უფრო ღრმად წავალთ, ახლავე გავარკვიოთ: დიპლომატიური პასპორტის ქონა არის პრივილეგია და ამ პრივილეგიით ამ ქვეყანაში ასობით ადამიანი სარგებლობს.

დასასანქცირებელ ჯგუფად დიპპასპორტიანების შერჩევა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად პასპორტს ერჩის ვინმე, არამედ იმას, რომ დაასანქცირეს ამ პასპორტების მფლობელები, ანუ უკვე იდენტიფიცირებული საქართველოს პრივილეგირებულთა დიიიდი კასტა.

სიების შედგენას და ზედმეტ წერა–კითხვას ამჯობინეს ბარემ გამოკვეთილი და უკვე იდენტიფიცირებული ელიტა დაესანქცირებინათ. ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი. რომც სცადონ ჩვეულებრივი პასპორტით მოგზაურობა, პირადი ნომერი იგივე ექნებათ, რაც ძველ პასპორტში და ეს დასანქცირებული და იდენტიფიცირებული პირები ვერც ჩვეულებრივი პასპორტით ვეღარ გადაკვეთენ ევროკავშირის ქვეყნებს.

გვარ–სახელს და პირად ნომერს თუ შეიცვლიან მაგ შემთხვევაში ვერ გეტყვით, შეიძლება შეძლონ შეპარვა. ასე რომ, შევირგოთ ეს გამარჯვება და ნუ ვმაზოხისტობთ – ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა“ და არა ქართველი ხალხი. ეს ჩვენი ბრძოლის შედეგია!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში