ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ.
ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს სთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გაცემას, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობის თქმით, ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს.
ეს თანხები იქნება უკრაინისთვის კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიიღეს და რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული ფულით დაფინანსებული 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სესხით უკრაინის უზრუნველყოფას.
ევროკავშირის საბჭოს ეს გადაწყვეტილება ფორმალური პროცედურის მეშვეობით უნდა დამტკიცდეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპარლამენტის თანხმობას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინისთვის სესხის უკვე მომავალ წელს გადაცემაა, რომელიც მაქსიმუმ 45 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე