ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინის ახალი ფინანსური დახმარების ფუნდამენტურ ჩარჩოზე შეთანხმდნენ.
ბრიუსელში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს კიევისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გაცემას, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობის თქმით, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს.
ეს თანხები იქნება უკრაინისთვის კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც გასულ ზაფხულს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მიიღეს და რომელიც ითვალისწინებს გაყინული რუსული ფულით დაფინანსებული 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სესხით უკრაინის უზრუნველყოფას.
ევროკავშირის საბჭოს ეს გადაწყვეტილება ფორმალური პროცედურის მეშვეობით უნდა დამტკიცდეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპარლამენტის თანხმობას მოითხოვს. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინისთვის სესხის უკვე მომავალ წელს გადაცემაა, რომელიც მაქსიმუმ 45 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

გივი თარგამაძე – გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას – ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! – შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება