ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვერ შეთანხმდნენ ს წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ჩეხეთში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის უფლების გაფართოებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პაკეტის მიღება ორმა ქვეყანამ დაბლოკა. მათი სახელები არ არის მითითებული. მთავარი მიზეზი იყო უთანხმოება იმ ვადებში, რომლის ფარგლებშიც ევროპულმა კომპანიებმა უნდა დაასრულონ რუსეთიდან ინვესტიციების გატანა.

“როიტერსი” ასევე აღნიშნავს, რომ ელჩებს შორის დისკუსია გართულდა იმ გამონაკლისის გაგრძელების თაობაზე, რომელიც ჩეხეთს საშუალებას აძლევს მოახდინოს რუსული ნავთობისგან ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული დიზელის საწვავისა და სხვა პროდუქტების იმპორტი.
ამასთან ჩეხეთმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ამ გამონაკლისის ვადის გაგრძელებას, სლოვაკეთს კი პირიქით სურს ამ გამონაკლისის შენარჩუნება, რომლის ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა.

მე-15 პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერების წინააღმდეგ. “როიტერსის” თანახმად შესათანხმებელი საკითხების განხილვას ევროკავშირის წევრები მოგვიანებით მიუბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა