ევროკავშირის ქვეყნების მთლიან ავტოპარკში სრულად ელექტრომობილების წილი კვლავ მხოლოდ 1,7%-ია

ევროკავშირის ქვეყნების მთლიან ავტოპარკში სრულად ელექტრომობილების წილი კვლავ მხოლოდ 1,7%-ია, – ამის შესახებ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat-ის, მონაცემებს, “ევროპულსი” ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკით, ევროკავშირის გზებზე ამჟამად 4,5 მილიონი ელექტრო მანქანაა.
ასეთი მანქანები ყველაზე პოპულარულია ში (ქვეყნის ავტოპარკის 7,1%), შვედეთში (5,9%), ლუქსემბურგში (5,1%) და ნიდერლანდებში (5%). ელექტრომობილების ყველაზე მცირე წილი კვიპროსზე, საბერძნეთსა და პოლონეთშია – თითოეულში 0,2%. მთლიანობაში, ევროკავშირში რეგისტრირებული ელექტრომობილების წილი სტაბილურად იზრდება: თუ 2018 წლამდე ისინი შეადგენდნენ ახალი მანქანების 1%-ზე ნაკლებს, მაშინ 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 14,6%-ს მიაღწია.
2023 წელს ევროკავშირში 1,5 მილიონი ახალი ელექტრომობილი (ჰიბრიდების გამოკლებით) დარეგისტრირდა. ეს 48,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიების მეოთხედს ტრანსპორტი შეადგენს, მანქანებს კი ამის 70% უკავია. დიზელისა და ბენზინის მანქანების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას, რომ 2050 წლისთვის ევროპის სათბურის გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რათა ყველა მათგანი ბუნებამ შეიწოვოს.
2035 წლისთვის ევროკავშირის ყველა ახალ მანქანას სათბურის გაზების ნულოვანი გამონაბოლქვი მოუწევს. დიზელის და ბენზინზე მომუშავე მანქანები მთლიანად გაქრება გაყიდვიდან.

ასევე დაგაინტერესებთ