ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, ასევე, აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს

ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით, სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.
„ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვიმუშავებ ყველა კონსტრუქციულ პარტნიორთან, სირიასა და რეგიონში. მჭიდრო კავშირში ვარ რეგიონის მინისტრებთან. სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის”, – წერს კაია კალასი.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია