ევროკავშირის სასამართლო: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ შეუძლიათ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა

ქალები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, მიიღებენ ლტოლვილის სტატუსს, ან მსგავს დაცვას – ეს ინფორმაცია 16 იანვარს დაადასტურა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ.
სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო დაცვის გარანტიას ქალებისთვის, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში შეეხო “ფიზიკური ან მენტალური” ძალადობა და მათთვის, ვინც “მოკვლის რეალური საფრთხის” წინაშეა.
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბულგარეთის სასამართლოსგან მიღებული კითხვა ქურთული წარმოშობის თურქი ქალის საქმეზე. მუსლიმმა ქალმა ბულგარეთს მიმართა დაცვის თხოვნით და აცხადებდა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ქალები ლტოლვილის სტატუსს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამშობლოში, მათი სქესის გამო, ისინი “ფიზიკური და მენტალური ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის და ოჯახში ძალადობის” საფრთხის წინაშე არიან.
ლტოლვილის სტატუსს თუ ვერ მიიღებენ, ქალები შეძლებენ ისარგებლონ “დამატებითი დაცვით”, რომლის ფარგლებშიც თავშესაფრის მაძიებლებს ეძლევათ იმ ქვეყანაში დარჩენის უფლება, სადაც თავშესაფარი მოითხოვეს – თუმცა არ აქვთ ევროკავშირის ფარლგებში სხვაგან გამგზავრების უფლება.
“დამატებითი დაცვის” სტატუსს პირები მიიღებენ იმ შემთხვევაში, “თუკი არსებობს მოკვლის, ან ოჯახისა თუ თემის წევრის მხრიდან ძალადობის აქტების ჩადენის საფრთხე, კულტურული, რელიგიკური ან ტრადიციული ნორმების დარღვევად მიჩნეული [ქმედების] გამო”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო