ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფამ და უეფამ ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვიეს, როცა სუპერლიგის შექმნაზე უარი თქვეს

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ – მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ – 21 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმად, უეფამ და ფიფამ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როცა შეაჩერეს სუპერლიგის შექმნის გეგმები.
სასამართლომ საქმე შარშან, მას მერე განიხილა, რაც 2021 წლის აპრილში სუპერლიგამ ამოქმედება ვერ შეძლო.
12 მეამბოხე კლუბის მიერ შექმნილ კომპანიას ახლა სათავეში „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ უდგანან მას მერე, რაც ის წელს „იუვენტუსმა“ დატოვა.
კომპანიამ თავისი პოზიციის დასაცავად მიმართა სასამართლოს.
შემდგომ მადრიდის სასამართლომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, საქმე ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით განეხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით