ევროკავშირის სასამართლომ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ტრანსგენდერების უფლებების დაცვის საქმეში

ევროკავშირის უზენაესმა – მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ბლოკის სხვა სახელმწიფოში ადამიანის მიერ სახელის და სქესის შეცვლა.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არიან მირზარაფი-აჰის საქმის გამო, რომელიც ორი სახელმწიფოს, რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქე ტრანსგენდერია.
გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი შექმნა, მილიონობით ტრანსგენდერს შეეხება მთელ ევროკავშირში და მისი საშუალებით, უზრუნველყოფილი იქნება მათი იდენტობის აღიარება ყველგან ევროკავშირში, სადაც ისინი ცხოვრობენ თუ მოგზაურობენ.
„სქესი, ისევე როგორც სახელი, პირადი იდენტობის ფუნდამენტური ნაწილია. იდენტობებს შორის განსხვავება აღიარებაზე უარის შედეგად ადამიანს უქმნის სირთულეებს, დაამტკიცოს თავისი თავი ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, პროფესიულ, ადმინისტრაციულ და პირად უხერხულობებს“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
თუმცა, რუმინეთის ხელისუფლებამ, რომელმაც მოიხმო ეროვნული კანონმდებლობა, უარი თქვა ახალი დაბადების მოწმობის გაცემაზე, რომელიც ასახავს ცვლილებას.
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რჩება გამოწვევები ევროკავშირის მასშტაბით მისი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს ახლა იურიდიულად მოეთხოვება აღიაროს სახელისა და სქესის ცვლილებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ეს ავტომატურად არ იწვევს ეროვნული კანონების ცვლილებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს შეცვალონ ჩანაწერები სქესის შესახებ თითოეულ ქვეყანაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა