ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა სანქცირებული მილიარდერების, ავენის და ფრიდმანის სარჩელი

ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია რუსი მილიარდერების, „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლების, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების დაწესება.
სასამართლოს მიერ დღეს, 10 აპრილს, გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მიერ ავენის და ფრიდმანის სანქცირების მიზეზები საკმარისად დასაბუთებული არ იყო.
ევროკავშირმა ავენს და ფრიდმანს სანქციები დაუწესა და მათი აქტივები გაყინა 2022 წელს, ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროპულმა საბჭომ სანქცირება იმით ახსნა, რომ პუტინთან კავშირის მქონე ავენი და ფრიდმანი თავისი რესურსებით მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფას.
ფრიდმანმა და ავენმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლია.
პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს