ევროპის სახალხო პროკურატურა (EPPO) იძიებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა/გასვლის კონტროლის ავტომატურ(EES) სისტემის შექმნაში რუსული FSB-ს მონაწილეობას. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ცნობისთ, ევროკავშირში შესვლა/გასვლის კონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩართულნი იყვნენ ფრანგული IT კომპანია Atos-ის მოსკოვის განყოფილების თანამშრომლები.
ცნობისთვის, 212 მილიონი ევროს ღირებულების EES-ის სისტემის შექმნაზე კონტრაქტი 2019 წელს ფრანგულმა Atos-მა და იტალიურმა კომპანია Leonardo-მ მიიღეს. სისტემა 2024 წლის ნოემბერში უნდა გაშვებულიყო, მაგრამ მისი ამოქმედება გადაიდო.
FT წერს, რომ Atos-ის მოსკოვის ფილიალი მუშაობდა FSB-ს ლიცენზიით. გამოცემის ინფორმაციით, Atos-ის მოსკოვის განყოფილების პერსონალი „პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის სასაზღვრო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაში“.
აღნიშნული სისტემა შეაგროვებს მონაცემებს ყველა უცხოელი მოგზაურის შესახებ, რომელიც შედის ან ტოვებს ევროკავშირს. სისტემა ჩაიწერს პერსონალურ და ბიომეტრიულ მონაცემებს, ასევე მათ სავიზო სტატუსს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/maia-omiadze_w_h-Nrhnvn-300x169.jpeg)