ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტში დიმიტრი მედვედევის ვაჟი და ვლადიმერ პუტინის დისშვილი მოხვდნენ

ევროკავშირმა, ს წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტის ფარგლებში, 61 ფიზიკურ პირსა და 86 ორგანიზაციას პერსონალური შეზღუდვები დაუწესა.

სანქცირებული პირების სიაში მოხვდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი ილია, კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ცოლი ანა ცივილევა, რომელიც ს დისშვილია, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარე ალექსეი შაპოშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, იური ჩიხანჩინი, „ურალვაგონზავოდის“ დირექტორი ალექსანდრე პოტაპოვი, ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადი ხაბიროვი, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14 წევრი და სხვა პირები. ევროკავშირში განმარტავენ, რომ ცივილევა დაკავშირებულია ფონდ „სამშობლოს დამცველებთან“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მედვედევის შვილს კი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, ევროკავშირის სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსული სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, სამხედრო ინდუსტრიის კომპანიები და კერძო სამხედრო კომპანიები.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსი ფიზიკური პირებისა და კომპანიების დამატებით ჩამონათვალს მოიცავს და ასევე ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვებს, მათ შორის, ევროპაში რუსული ბრილიანტების ექსპორტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები