ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს

ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფერმერებმა ბრიუსელის ქუჩები გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
ბრიუსელის პოლიციის ცნობით, ფერმერებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩები 1000-ზე მეტი ტრაქტორით გადაკეტეს.
ბელგიელი ფერმერები გაზრდილ ხარჯებს, წესებსა და ბიუროკრატიას აპროტესტებენ.
რამდენიმე დღის წინ ბელგიელმა ფერმერებმა ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს მოუწოდეს, რომ მათი მოთხოვნები ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დაეყენებინა.
ფერმერთა საპროტესტო აქციები ევროპის მასშტაბით მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. გუშინ, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში ფერმერებმა სატრანსპორტო ქსელები, მთავარი პორტები და ეკონომიკური ზონები დაბლოკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე