ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს

ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს
ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, რომ არის მათი ჩაშლის მცდელობა, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციებს, რომლებსაც ეს საკუთარ მიზნად აქვს გამოცხადებული, ევროკავშირი აფინანსებს.
„რაც შეეხება არჩევნებს, ვხედავთ, მათი ჩაშლის მცდელობებს. ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან იყო მცდელობა, დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ ჩაეშალათ . ასევე, არის ორგანიზაციები, რომელთა განცხადებებს ვხედავდით საბოტაჟთან დაკავშირებით. ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ნინო ლომჯარის „ენჯეოს“, „საფარს“, ბაია პატარაიას „ენჯეოს“. ისინი პირდაპირ, საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაციები ევროკავშირის საელჩოსგან ფინანსდებიან. ასე რომ, ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს