ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო ს ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ს აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ – ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.
ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი- ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.
ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ქემოკლიძე “ქართულ ოცნებაზე” – ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ, კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი – ესენი არიან უტიფარი დემაგოგები, შეგნებულად იტყუებიან, ხავს ებღაუჭებიან

ზურაბ გურული: დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს უკანონოდ დაატიმრებულთა რაღაც ნაწილის “შეწყალება” და შემდეგ “ახალი არჩევნების” დაანონსება დეტალების დაზუსტების გარეშე. სწორედ აქ იქნება..