ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველო იქნება.
ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 4 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე და ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
საბჭოზე განიხილავენ ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.
საბჭოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.
შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება.