ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
„როგორც ს, ასევე ლიბანის სუვერენიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ინტერვენცია სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობა განიხილეს.
„გაერო-ს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ