ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ზოგიერთს ბუდაპეშტში წასვლა სურდა, ზოგიერთს იქ წასვლა არ სურდა, ზოგიერთმა თქვა, რომ უმაღლეს წარმომადგენელს გადაეწყვიტა. მივხვდი, რომ ჩვენ სიგნალი უნდა გავგზავნოთ, თუნდაც ეს სიმბოლური იყოს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ევროკავშირის პოლიტიკის, როგორც „ომის მხარის“, უარყოფას შედეგები უნდა მოჰყვეს. გადავწყვიტე, რომ არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მოწვევა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამასთან, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღეს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ს „სამშვიდობო მისიები“ ერთი წევრი სახელმწიფოს გარდა ყველამ გააკრიტიკა.
„ერთი გამონაკლისის გარდა, შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ქმედებებს ყველა აკრიტიკებს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.