ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კიევში ჩავიდა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაში იგი ხაზს უსვამს, რომ ს მიერ გაჩაღებული მასშტაბური ომის განმავლობაში ეს არის მისი მეოთხე ვიზიტი ში.
“მე აქ ვარ, რათა უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისთვის სამხედრო სფეროში, ფინანსურ სფეროში უკრაინისთვის დახმარების ახალი მექანიზმის ფარგლებში და ასევე ევროკავშირში რეფორმების გზაზე”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინისკენ მიმავალი ჟოზეპ ბორელი გზად პოლონეთში გაჩერდა, სადაც პოლონეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. ვარშავაში მან განაცხადა, რომ პოლონელ მეგობრებთან კონსულტაციებს გამართავს უკრაინისათვის შემდგომი მხარდაჭერის გაგრძელების გზებზე.
“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საბრძოლო მასალის მიწოდება. მე ვფიქრობ, რომ პოლონეთის მხარდაჭერით მარტის დასაწყისში მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინისთვის შემოთავაზებული დახმარების ფონდის ფარგლებში, რაშიც პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი მაქვს. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს უზრუნველყოფს ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერის უფრო მეტ პროგნოზირებადობას უკრაინისთვის მდგრადი თანადაფინანსების მხრივ”, – განაცხადა ბორელმა 5 თებერვალს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით ბევრი აქვს გაკეთებული. ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF), ევროკავშირის რეგულარული ბიუჯეტისგან განცალკევებული დაფინანსების მექანიზმის, მეშვეობით, ბლოკმა დღემდე 3,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინაში იარაღის გასაგზავნად.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინისათვის 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების სასწრაფოდ მიწოდებაა. ამ ჭურვების ამერიკულმა წარმოებამ 2025 წლისთვის წელიწადში 1 მილიონზე ოდნავ მეტს უნდა მიაღწიოს. შარშან ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2024 წლის მარტისთვის უკრაინას 1 მილიონ ჭურვს გადასცემდა და დამატებით EPF-ის კიდევ 2 მილიარდი ევრო გამოყო ამისათვის.

ასევე დაგაინტერესებთ