ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა ბუდაპეშტში

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მომავალი საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრები ბრიუსელში გაიმართება და არა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ამის მიზეზი კი სთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციაა.
ბრიუსელში მინისტრთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას ბორელმა თქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მინისტრთა უმრავლესობამ უნგრეთთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია დააფიქსირა.
შეგანხსენებთ, უნგრეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უკმაყოფილება კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოსკოვში ევროკავშირთან შეუთანხმებლემა ვიზიტმა გამოიწვია.
„მე გავიგე, რომ ჩვენ უნდა გაგზავნოთ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს, რომ ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლასა და ევროკავშირის პოლიტიკის დისკვალიფიკაციას, როგორც ომის პარტიის, უნდა მოჰყვეს რაიმე რეაგირება“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არ არის ბოიკოტი.
„მე უარვყოფ სიტყვა ბოიკოტს. არაფორმალური შეხვედრა გაიმართება და უნგრეთი იქ იჯდება“, – განაცხადა ბორელმა.
1tv.ge