ევროკავშირის საგანგებო სამიტი დაიწყო, მას ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება

ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა.
სამიტზე უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის თავდაცვას განიხილავენ.
სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მათ და თქვა, რომ “ გრძნობს მათ მხარდაჭერას”.