ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა თანხმობა ს ფედერაციის ცენტრალური ბანკის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე. მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90% მოხმარდება სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – აცხადებენ ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაში.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.