ევროკავშირის საბჭომ კიევისთვის Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გრანტებისა და სესხების მესამე ტრანშის გადაცემა დაამტკიცა და უკრაინა მალე დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ Ukraine Facility-ის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
„აღნიშნული მესამე გადაცემის ჩათვლით, უკრაინას Ukraine Facility-ის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიარდი ევრო ექნება მიღებული მას შემდეგ რაც ერთი წლის წინ პროგრამა ძალაში შევიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
