ევროკავშირის რომელ ქვეყნებში არის ყველაზე კარგად დაცული გენდერული თანასწორობა – 2024 წლის ინდექსი

ევროკავშირში გენდერული თანასწორობით კვლავ შვედეთი, და ნიდერლანდები ლიდერობენ. ამის შესახებ Gender Equality Index 2024-ის რეიტინგში წერია, რომელსაც ყოველწლიურად გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი (EIGE) ადგენს.
რეიტინგი ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს, როგორიც არის გენდერული დისკრიმინაცია სამსახურში; მამაკაცები და ქალები სახელისუფლებო სტრუქტურებში; ცოდნაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობები; სახელფასო სხვაობა; საკუთარი თავზე და ოჯახზე დახარჯული დრო; ჯანმრთელობის, მათ შორის, გონებრივი და სექსუალური მაჩვენებლები.
ყველა მაჩვენებლით ევროკავშირის ქვეყნებმა 100-დან, საშუალოდ, 71 ქულა დააგროვეს, ხოლო რეიტინგის ლიდერმა, შვედეთმა 82 ქულა დააგროვა.
შვედეთმა საუკეთესო შედეგი, თითქმის, ყველა პარამეტრში აჩვენა, საკუთარ თავზე დახარჯული დროის გარდა, რომლითაც ქვეყანამ მე-3 ადგილი დაიკავა.
დანია, განსაკუთრებით, სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობებისა და საკუთარ თავზე დახარჯული თანაბარი დროის კრიტერიუმებით გამოირჩევა. ორივე მაჩვენებლით ქვეყანა ევროკავშირში მეორე ადგილზეა.
ნიდერლანდები პირველ ადგილზე დროის თანასწორობითაა, რომელსაც ქალები და მამაკაცები საკუთარ თავს უთმობენ.
ევროკავშირის გენდერული თანასწორობის რეიტინგში ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:
შვედეთი
დანია
ნიდერლანდები
ესპანეთი
ბელგია
საფრანგეთი
ლუქსემბურგი
ფინეთი
ირლანდია
გერმანია
რეიტინგში სულ 27 პოზიციაა, რომელსაც რუმინეთი, უნგრეთი და საბერძნეთი ხურავს.
ევროკავშირში საუკეთესო მდგომარეობა ჯანმრთელობისა და სახელფასო გენდერული თანასწორობითაა. კერძოდ, ორივე მაჩვენებელმა 80 ქულაზე მეტი დააგროვა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პოლიტიკურ ასპარეზზე გენდერულ ბალანსში დაფიქსირდა, რამაც მხოლოდ 61,4 ქულა დააგროვა.
წყარო: bpn.ge