ევროკავშირის პრესსპიკერი: ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და ს დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
#Georgia: A week after Zurab Japaridze, another opposition leader, Nika Melia, was arrested yesterday. Persecuting political figures and activists defies democratic values. All those detained for exercising fundamental rights must be released. — Anouar El Anouni 🇪🇺 (@AnouarEUspox) May 30, 2025
“ზურაბ ჯაფარიძის დაკავებიდან ერთი კვირაში, გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციური ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.
პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს, უნდა გათავისუფლდეს”, – წერს პრესსპიკერი.
პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე მას 20 000-ლარიანი გირაო დააკისრეს, მაგრამ ჯაფარიძე მის გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოითხოვეს მისი დაპატიმრება.
იმავე მიზეზით, 30 მაისს დააკავეს ნიკა მელიაც. მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდის ვადა, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, 30 მაისს, 00:00 საათზე იწურებოდა. მელიას გაცხადებული პოზიციით, ის გირაოს გადახდას არ აპირებდა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო პატიმრობა შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილსაც.