ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო ს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის აღიარებული. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს, აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი თავისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე – თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო – პროკურატურას უბრუნდება საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება