ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ

ევროკავშირის პარტიებმა და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს კამპანიის წესებს საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ
ყველა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროკომისიის შუამავლობით, ხელი მოაწერა ქცევის კოდექსს, როგორც ფართო ძალისხმევის ნაწილს ივნისის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციისგან დასაცავად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Euractiv” ავრცელებს.
შეთანხმება, რომელსაც შუამავლობს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, არის კომისიის დემოკრატიის დაცვის პაკეტის ნაწილი და ცდილობს დაიცვას ევროკავშირის საგარეო ჩარევისა და დეზინფორმაციისგან.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყველა მხარემ პირობა დადო, რომ „პროაქტიულად აიცილებენ თავიდან იმ ნარატივების გაძლიერებას, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის გარეთ არსებული სუბიექტები და აქტორები, გარდა წევრი პარტიებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ ევროპულ ღირებულებებს ძირი გამოუთხარონ”.
ტექსტის გამოქვეყნება მოჰყვა “კატარგეითის” და ბოლოს მომხდარ, “რუსეთგეიტის” სკანდალს, რომელშიც სავარაუდოდ მონაწილეობენ გერმანული პოლიტიკური პარტიის “AfD” და ევროპარლამენტის წევრები.
გაიდლაინები გავლენას მოახდენს მხოლოდ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ევროპული პარტიების კომუნიკაციებზე, რომლებიც მოიცავს: მემარცხენეებს (EL), სოციალისტებს (PES), მემარჯვენე ცენტრისტებს (EPP), ლიბერალებს (ALDE), კონსერვატორებს (ECR), მწვანეებს (EGP) და ულტრამემარჯვენეებს (ID).
„ევროპული პოლიტიკური პარტიების ეს კოლექტიური ვალდებულება მოქალაქეებს უგზავნის ძლიერ გზავნილს: ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაში ჩვენი არჩევნების მთლიანობა“, – განაცხადა ვერა იუროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის