ევროკავშირის ნაცვლად ჩინეთი. “ქართული ოცნების” მიერ თანმიმდევრული ნაბიჯებით ქვეყნის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებით მსოფლიო მედია ინტერესდება. მმართველი გუნდის პეკინში ვიზიტს გავლენიან გამოცემა “როიტერსმა” კრიტიკული სტატია მიუძღვნა, სადაც მთავარი კითხვა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არის დასმული. ჟურნალისტი რუსეთთან მიმართებით ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ბოლოდროინდელ ნაბიჯებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც საუბრობს.
