ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture, ფესტივალს, სახელწოდებით „EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices – მოქმედება“-ს გორის ხელოვნების სახლში უმასპინძლებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი EU4Culture, ფესტივალს, სახელწოდებით “EU4Culture Network Festival: City Stories, Diverse Voices – მოქმედება”-ს გორის ხელოვნების სახლში უმასპინძლებს. ორდღიანი მრავალფეროვანი ღონისძიება, ევროკავშირის ოთხწლიანი პროექტის კულმინაციას წარმოადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ღონისძიება გორში 20-21 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, .
ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ფესტივალის მიზანია, საქართველოში კულტურისა და შემოქმედებით სექტორებზე ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის EU4Culture შედეგები და მათი გავლენა წარმოაჩინოს. ~
„დინამიკური პროგრამის გათვალისწინებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ EU4Culture მობილობის პროგრამის ბენეფიციარების ნამუშევრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივა.
ფესტივალი ერთ სივრცეში მრავალფეროვან ისტორიებს, წარმოდგენებსა და გამოცდილებას გააერთიანებს, რაც EU4CULTURE პროექტში მონაწილე რეგიონული ქალაქების უნიკალურ კულტურულ ლანდშაფტებსა და იდენტობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ღონისძიება ასევე თვალსაჩინოს გახდის თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულმა პროექტმა თითოეული პროექტში ჩართული ქალაქის კულტურული ნარატივის ჩამოყალიბებაზე. ფესტივალის მთავარი თემა მოქმედებაა, როგორც შემოქმედების მრავალფეროვნება, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდის ქალაქისგან მიღებულ უნიკალურ გამოცდილებაზე და მსგავსი გამოცდილების კოლექტიურად გამოხატვის შესაძლებლობაზე.
ფესტივალში მონაწილეობას 25-მდე ქართველი ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი მიიღებს, რომელთაც, ასევე, შეუერთდებიან მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიც არის: გამოფენა, აუდიო-ვიზუალური და ცეკვის წარმოდგენები, საჯარო საუბრები, ვორქშოფები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენები და სხვა.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა ეწვიოს ფესტივალს და კულტურისა და შემოქმედების დღესასწაულს ეზიაროს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან უნიკალურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტული ცოდნის, ინოვაციების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს ემყარება.
რაც შეეხება პროექტს EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 -წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ