ევროკავშირის ლიდერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

ევროპული საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. „ევროპულმა საბჭომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. ის შეძრწუნებულია მშვიდობიან მოსახლეობაში უპრეცედენტო მსხვერპლით და დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებს, რაც გამოიწვევს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტას, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში, რომელიც ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო შეშფოთებულია ღაზაში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციით და მისი ზემოქმედებით მშვიდობიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და ცხადებს, რომ აუცილებელია სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ღაზას სექტორში და მთელს ტერიტორიაზე ყველა მარშრუტის საშუალებით.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ -პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას.
„ევროკავშირი მტკიცე ერთგული რჩება გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას ეფუძნება. პალესტინელებსა და ისრაელებს აქვთ თანაბარი უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად. ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას და მომავალი პალესტინის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება