ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი ს ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდებიან.
„თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა 27 ნოემბერს დაამტკიცა. ახალმა ევროკომისიამ ოფიციალურად მუშაობა დღეიდან დაიწყო.