ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასხმარებლად გამოყენებას განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები, მიმდინარე სამიტზე, რუსული გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად შესაძლო გამოყენების გზებს განიხილავენ.
უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის. ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის გაყინული აქტივების 90%, ევროკავშირის მიერ მართული საფინანსო ფონდის მიერ, უკრაინისთვის იარაღის შესასყიდად უნდა გამოიყენონ.
კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდ დოლარის ოდენობით ყოველწლიურ შემოსავალზე.
რუსეთმა ევროკავშირის გეგმას “ქურდობა” და “ბანდიტიზმი” უწოდა.
ევროკავშირის ინიციატივას ეთანხმება გერმანიის კანცლერი . “დარწმუნებული ვარ, პუტინს ძალიან ნათელ სიგნალს ვუგზავნით”, – თქვა მან.
გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ევროკავშირის ლიდერების უმეტესობა ემხრობა. თუმცა, ყველა არ ეთანხმება ამ თანხის იარაღის შესასყიდად გამოყენებას. განსაკუთრებით პრობლემატური ეს შესაძლოა იყოს ნეიტრალური ან სამხედრო მიუმხრობლობის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიცაა მალტა, ავსტრია და ირლანდია.