ევროკავშირის ლიდერები ბლოკის უმაღლესი თანამდებობების კანდიდატებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.
ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი – ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.
სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციებიდანაა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლეიენი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანტონიო კოსტა „სოციალისტია“, კაია კალასი კი – ლიბერალი.
ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან, რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია, კიდევ ცოტა გავუძლოთ – არ დავუთმოთ რუსებს, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს

თამარ ჩერგოლეიშვილი – ერთადერთი, რაც გვჭირდება, რომ რეჟიმი ბოლომდე მოვგუდოთ პოლიტიკურად, არის უკეთესი ორგანიზება, ამიტომ ვინც პროტესტს გულშემატკივრობთ, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ წინააღმდეგობის გვერდზე