ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე -ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა.
ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ს პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს.
ევროკავშირის ლიდერები, დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ, 27-28 ივნისს კი ეს შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დადასტურდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”