ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
მანამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.
მათ მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მიულოცეს.
სახალხო ზეიმი ამ დროისთვის მუსიკალური პროგრამით გრძელდება.
ღონისძიებაზე იმყოფება ასევე, საქართველოს პრეზიდენტი , თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
სახალხო ზეიმზე იმყოფებიან ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდიტი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში