Deutsche Welle-ს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული ემბარგოს შემდეგ, ევროკავშირის იმპორტში, რუსული ნავთობის წილი, ომამდელი 26%-დან, 3%-ამდე შემცირდა. უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ნავთობის ერთადერთ მყიდველებად რჩებიან. ამასთან, უნგრეთმა, რუსულ ნედლ ნავთობზე დამოკიდებულება 2021 წელს, 61%-დან, 2024 წელს, 86%-მდე გაზარდა.
2024 წელს, ევროკავშირში, რუსული გაზის იმპორტმა, დაახლოებით 55 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. მისი წილი 42%-დან ,19%-მდე შემცირდა, მათ შორის, მილსადენის გაზი და თხევადი ბუნებრივი აირი.ა.წ. 23 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტზე ტარიფების დაწესების განზრახვის შესახებ, რათა წლის ბოლომდე, ის სრულად გაუქმდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, ახალი ზომა, პირველ რიგში, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მოსკოვისგან ნედლი ნავთობის შეძენას აგრძელებენ.„ჩვენ გვსურს რუსეთიდან ევროკავშირში შემომავალი ნავთობისა და გაზისგან თავის დაღწევა“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან აღნიშნა, რომ “ტარიფების შემოღებამ, ბუდაპეშტსა და ბრატისლავას შესყიდვების შეწყვეტისკენ უნდა უბიძგოს”.
ცნობისთვის: სანქციებისგან განსხვავებით, ტარიფების დაწესება არ მოითხოვს კონსენსუსს და ის უმრავლესობით წყდება.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა
