ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები უკრაინის ენერგო კრიზისზე და რუსულ გათხევადებულ გაზზე მსჯელობენ

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ენერგეტიკის მინისტრები სამშაბათს ლუქსემბურგში შეიკრიბნენ, რათა ზამთრის წინ ბლოკის მიერ რუსული გათხევადებული ბუნებრივის გაზის მზარდი იმპორტის, უკრაინის ენერგო დეფიციტის და წევრ ქვეყნებში ენერგიაზე ფასების დაბალანსების საკითხებზე იმსჯელონ.
ივნისში ევროკავშირი სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა, რომელიც მომავალი წლის მარტისთვის რუსული გაზის გატარებას აკრძალავს, მაგრამ ყოვლისმომცველი აკრძალვისგან თავი შეიკავა. მას შემდეგ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა იმპორტი მკვეთრად გაზარდეს.
ორშაბათს გამოქვეყნებულ წერილში, საფრანგეთმა და სხვა ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას სთხოვეს, საცავების კომპანიებისა და მიმწოდებლებისთვის, რუსული გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესახებ უფრო მკაცრი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულების დაწესება მოითხოვოს.
2022 წლის თებერვალში ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხანში, ევროკავშირმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე „რაც შეიძლება მალე“ უარის თქმის ძალისხმევის შესახებ გამოაცხადა, თუმცა თარიღი არ დაუდგენია.
ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა თინე ვან დერ სტრაეტენმა თქვა: „ჩვენ, ბელგიაში გათხევადებული გაზის მოცულობები გავაორმაგეთ. ეს სავარაუდოდ ევროპის შიგნით მიწოდების უსაფრთხოებისთვისაა გათვლილი, მაგრამ ამ (მე-14) პაკეტის დანერგვა გვიჭირს და ამიტომ აღრიცხვის სისტემის შემოღებისკენ მოვუწოდებთ.“
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ თქვა, რომ ზამთარში უკრაინის ენერგოდეფიციტმა შესაძლოა 6 გიგავატს მიაღწიოს, რასაც რუსულ მილსადენზე შეთანხმების დასრულების თაობაზე მდგომარეობასაც გაამწვავებს.
სამშაბათს კომისია ქვეყნებს მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას იმ ძალისხმევაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის მილსადენის შეთანხმების გაგრძელებისკენაა მიმართული. უკრაინამ განაცხადა, რომ შეთანხმების გაგრძელება არ სურს, რუსეთმა კი თქვა, რომ მას ამის სურვილი აქვს.
მინისტრები ასევე განიხილავენ პრაქტიკულ გზებს, რათა უკრაინას ზამთრის განმავლობაში დაეხმარონ. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ რუსეთმა „ბალტიის სამი ქვეყნის ეკვივალენტური ენერგია“ გათიშა და ევროკომისიის მიზანია უკრაინისთვის საჭირო ენერგიის დაახლოებით 15 პროცენტის აღადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ქემოკლიძე „ქართულ ოცნებაზე“ – განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის – რა იყო ამდენი ხარკად გადასახდელი, რომ გახარია ექვს მსხვილ თანამდებობაზე დააწინაურეს?!