ევროკავშირის ელჩი – საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი მხარს უჭერს, ძალიან საინტერესო შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. საია ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება ესაჭიროება და ასევე, საია ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაშიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, საიას მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ. ასევე, საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მხარს დავუჭერთ, რადგან სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – არაკეთილმოსურნეების და ადგილობრივი აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მთლიანად სიცრუეზეა აგებული

პრემიერი – „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას – მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ხელშეკრულების ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით