ევროკავშირის ელჩი – როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ

როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ევროკავშირი არჩევანს არ აკეთებს, არც არჩევნებამდე, არც ს დროს და არც არჩევნების შემდეგ. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.
„ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვით, რომ მოველით, მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სრულად ინკლუზიური, სრულად გამჭვირვალე და სრულად კონკურენტული უნდა იყოს“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
კითხვაზე: შეჩერებულია თუ არა ევროპელ და ქართველ ბიზნეს პარტნიორებს შორის ურთიერთობები, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გასულ ივნისს შეჩერდა.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჯერ კიდევ გასულ ივნისში შეჩერდა. ეს ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება იყო. ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ფინანსური დახმარება, მიმდინარე პროგრამები 120 მილიონით შემცირდა და თქვენ ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის. ამჟამად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველო დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანს სრულად ენდობა.
„ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ სრული ნდობა მაქვს. როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ჩვენ პატივს ვცემთ აღნიშნულ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.