ევროკავშირის ელჩი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ განაცხადა.
„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ ევროკომისიასა და საქართველოს შორის საუბარი უნდა გავაგრძელოთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმებს, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. ჩვენ საქართველოს პარლამენტს არაერთხელ ვთხოვეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დაგეგმილი რეფორმების შესახებ კონსულტაციებისთვის ვენეციის კომისიისთვის მიემართა. ვენეციის კომისიამ თავისი რეკომენდაციები ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. დღეს ხელმოწერილი კანონი ვენეციის კომისიის ბევრ რეკომენდაციას შეიცავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინება არ მოხდა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ