ევროკავშირის ელჩი ერთი მხრივ საუბრობს, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მეტი ჩარევა რა შეიძლება იყოს?

ევროკავშირის ელჩი ერთი მხრივ საუბრობს, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მეტი ჩარევა რა შეიძლება იყოს?
ევროკავშირის ელჩი ერთი მხრივ საუბრობს, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და პოლიტიკაში, მეორე მხრივ კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მეტი ჩარევა რა შეიძლება იყოს? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ს განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაუთავებლად აქვს ადგილი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ზეწოლასა და პროცესებზე გავლენის მოხდენის მდელობებს.
„იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და მიტინგზე დგანან თბილისში. მეტი ზეწოლა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა რა შეიძლება იყოს?
მეორე მხრივ, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და ოპოზიციის დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში, რასაც ამ რადიკალ ოპოზიციონერებს ეტყვიან ქვეყნის გარედან მათი პატრონები, ისე მოიქცევიან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი, თუ ყველა არა, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში და ემზადებიან კიდეც ამისთვის. შეიძლება თავის ამომრჩეველს ატყუებენ, თითქოს არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში სთვის ემზადებიან და მიიღებენ კიდეც მონაწილეობას.
ან საერთოდ, რა ლოგიკაში ჯდება არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, როდესაც დღეს მათი მოთხოვნაა რიგგარეშე ს ჩატარება. არჩევნები მოდის და თუ რამის თავი აქვთ, მოვიდნენ და აჩვენონ თავიანთი თავი. მაგრამ ისიც ძალიან კარგად იციან, რომ უარესი შედეგი ექნებათ ამ არჩევნებში, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო მინიმალური ხდება“, – განაცხადა კახიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”