ევროკავშირის ელჩი – ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს – სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, ევროკომისიას უკვე გადაეცა

შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
„როგორც უკვე არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, მე ოპტიმისტი ვარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, საქართველოში და ვცდილობ ვიყო საქართველოს წარმატების ნაწილი. როგორც ყველამ ვიცით, 8 ნოემბერს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცა. ახლა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14-15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ხელისუფლება ელვის სისწრაფით მოქმედებს. შემიძლია დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ გუშინ განიხილა და შეათანხმა, უკვე გადაეცა ევროკომისიას, რომელსაც ჩემი კოლეგები ყურადღებით დააკვირდებიან და მათ შესაბამისი გამოხმაურებაც ექნებათ. ძალიან მიხარია, რომ ეს გაცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ და დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველომ შემდეგი ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადადგას და დაეწიოს ს და მოლდოვას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად