ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, პიტერ მიჩალკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს გამოითქვა სერიოზული შეშფოთება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საქმიანობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება თავდაპირველ შეთანხმებებს ამ მისიასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ მისია მოქმედებს მისი გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ და რეგიონში სტაბილურობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება.
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისია არსებითად იქცა “ბინოკლების დიპლომატიის” აგენტად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ევროპელი ოფიციალური პირებისა და არაოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს სასაზღვრო რაიონებში და ყველა ასეთი ვიზიტი გამოიყენება აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილის და უსაფუძვლო აზერბაიჯანოფობიის გასავრცელებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს