ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი

ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს ს წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. როგორც ვარაუდობენ, შეზღუდვებს დაუწესებენ რუსეთის გათხევადებულ გაზს და ნავთობის ტრანსპორტირებას. სანქციები მოსკოვს დაწესებული აქვს ში შეჭრისთვის.
სანქციების პაკეტის მიღება რამდენჯერმე გადაიდო გერმანიის პოზიციის გამო. ის ეწინააღმდეგებოდა ევროპული კომპანიების პასუხისმგებლობას მათი შვილობილი ან პარტნიორი კომპანიების მიერ ჩადენილი დარღვევისთვის მესამე ქვეყნებში. ამ საკითხში კომპრომისი იქნა მიღწეული, იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
Euobserver-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსული გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებაზე, ჰელიუმის ექსპორტზე და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომაში.
სანქციების სიაში შეიძლება მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, „რუსული სპილენძის კომპანიის“ დამაარსებელი იგორ ალტუშკინი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი და კომპანია „ბალტიკის“ ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ ბოლოევი.
ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, 27-28 ივნისს მიიღებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს