ევროკავშირის ეკონომიკას ტრამპის გამარჯვებისთვის ამზადებენ

ევროჯგუფის თავმჯდომარე და ირლანდიის სახელმწიფო ხარჯების მინისტრი მასკალ დონოჰიუ მიიჩნევს, რომ ევროპა –სგან უფრო ავტონომიური ეკონომიკა უნდა გახდეს. მან ასეთი მიდგომა აშშ–ის არჩევნებში რესპუბლიკელი ს შესაძლო გამარჯვებას დაუკავშირა.
„ეკონომიკის კუთხით უფრო ავტონომიურები უნდა გავხდეთ, გავზარდოთ ევროპის ბაზრის ეფექტიანობა, რათა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და გავუმკლავდეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება ამერიკაში მოხდეს“, – თქვა პასკალ დონოჰიუმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
მისი ვარაუდით, ევროპასა და აშშ–ს შორის ურთიერთობებში შესაძლოა „სერიოზული პრობლემა“ წარმოიქმნას.
ამასთან, ტრამპის ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს „ევროპასთან ისტორიული მეგობრობის“ შენარჩუნება სურს. 5 ოქტომბრის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვაშინგტონი ევროპისგან თავდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით მეტ ავტონომიურობას მოითხოვს.
წყარო: GBC.GE