ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას.

„დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ს, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელით.

„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,“ – ეს განცხადება 2025 წლის 6 აგვისტოს გააკეთა 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

დღეს 1 წელი გავიდა რაც ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.