„ევროკავშირის გეგმა რუსული გაყინული აქტივების შესახებ რისკებს უქმნის ბანკის დეპოზიტარებს“ – Fitch-ი Euroclear-ის რეიტინგებს გადახედავს

Fitch Ratings-მა Euroclear Bank-ისა და Euroclear Holding-ის გრძელვადიანი რეიტინგები Rating Watch Negative (RWN)-ზე ჩამოაქვეითა, რაც გამოწვეული იყო ევროკომისიის წინადადებით, ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გასაცემად გამოეყენებინათ. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
სააგენტო მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გეგმა ლიკვიდურობის შეფერხების და ს მხრიდან სასამართლო დავის პოტენციურ რისკს ქმნის Euroclear-ისთვის, რომელიც რუსული აქტივების უმეტეს ნაწილს ფლობს.
სარეიტინგო სააგენტოს გაფრთხილებაა, რომ ევროკავშირის გეგმა რუსული აქტივების მიმართ რისკებს უქმნის ბანკის დეპოზიტარებს, რომელიც მათ ფლობს.
თუმცა, Fitch-მა აღნიშნა Euroclear Bank-ის, როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის, ძლიერი საბაზრო პოზიცია, მისი მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელი და ძლიერი კაპიტალიზაცია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ