ეთიოპიის ყავის მწარმოებლები ვერ ასწრებენ წლის ბოლომდე ევროკავშირის ახალ გარემოსდაცვით მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც ავალდებულებენ მითითებული იყოს თითოეული მიწოდების ზუსტი გეოლოკაცია, იუწყება The New York Times.
2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი აიკრძალება, თუ არ დადასტურდება, რომ ყავა არ იყო მოყვანილი იმ ადგილებში, სადაც ცოტა ხნით ადრე ტყეები გაიჩეხა.
წესი ვრცელდება ისეთ კულტურებზე, როგორიცაა კაკაო, პალმის ზეთი და ყავა.
ევროპელი ოფიციალური პირები აპირებენ მიწოდების გეომონაცემების შედარებას სატელიტურ სურათებთან და ტყის საფარის რუკებთან. მოთხოვნებთან შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს ტვირთის მიღებაზე უარი ან მისი კონფისკცია, ჯარიმა იმპორტიორებისთვის და ევროპულ ბაზართან წვდომის დაკარგვა.
ეთიოპია ყავის უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკაში, მისი პროდუქციის მესამედზე მეტი ექსპორტირებულია ევროპაში. ყავა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.
